მიუნხენის "ბაიერნის" სარეზერვო გუნდის მთავარი მწვრთნელი, სებასტიან ჰიონესი, შესაძლოა, მომავალ სეზონში გუნდის კონკურენტად მოგვევლინოს.
გერმანული გამოცემების ინფორმაციით, "რეკორდმაისტერის" მეორე გუნდის დამრიგებელი ძალიან ახლოს არის გუნდის დატოვებასთან და დიდი ალბათობით, ის "ჰოფენჰაიმის" ძირითად შემადგენლობას ჩაიბარებს.
წყაროს ცნობით, ჰანს ფლიკის სურვილია, რომ ჰიონესმა კვლავ შეინარჩუნოს ადგილი მიუნხენში და მომავალ სეზონშიც გაუძღვეს გუნდს, თუმცა, ბუნდესლიგის ერთ-ერთი ძლიერი კლუბის მთავარი მწვრთნელის პოზიცია საკმაოდ მიმზიდველად ჟღერს მისთვის.