მოგეხსენებათ, მიუნხენის "ბაიერნი" ჩემპიონთა ლიგის განახლებისთვის აქტიურად ემზადება და დიდი ხნის განმავლობაში სპარინგ პარტნიორს ეძებდა, რომელსაც აუდის თასის ფარგლებში 31 ივლისს დაუპირისპირდება.
თავდაპირველად ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ეს გუნდი "ლევერკუზენი" იქნებოდა, შემდგომ კანდიდატად "ლიონი" დასახელდა, თუმცა, დღეს ოფიციალურად დადასტურდა, რომ ამხანაგურ შეხვედრაში გუნდი მარსელის "ოლიმპიკს" შეხვდება.
ფრანგული კლუბის ოფიციალურ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ "ბაიერნი" და "მარსელი" ერთმანეთს 31 ივლისს, თბილისის დროით 18:00 საათზე დაუპირისპირდებიან.