მიუნხენის "ბაიერნის" შემტევი ნახევარმცველი, ხამეს როდრიგესი, გერმანიაში თავს კომფორტულად არ გრძნობს და ამის შესახებ კლუბსაც შეატყობინა.
ესპანური ტელეარხი "El Chiringuito" ავრცელებს, რომ 27 წლის კოლუმბიელი "რეკორდმაისტერის" პრეზიდენტს, ული ჰიონესს, შეხვდა და თავისი აზრი გაანდო.
ხამესს მიუნხენის დატოვება სურს, მაგრამ ჯერჯერობით უცნობია მისი მადრიდის "რეალში" დაბრუნების შანსები.
"სამეფო კლუბს" ახლახანს ზინედინ ზიდანი დაუბრუნდა და ფრანგ სპეციალისტს ხამესის გუნდში დაბრუნება არ სურს.
ხამეს როდრიგესი "ბაიერნმა" 2017 წლის ზაფხულში ორწლიანი იჯარით დაიმატა და კოლუმბიელი მიმდინარე სეზონში არასტაბილურად გამოიყურება.