გუშინ ლეროი სანეს პრეზენტაცია შედგა მიუნხენის "ბაიერნის" ფეხბურთელის რანგში, რა დროსაც 24 წლის ვინგერს არაერთი კითხვა დაუსვეს.
მათი უმრავლესობა ტრანსფერს შეეხებოდა და ერთ-ერთ კითხვაში ჟურნალისტს აინტერესებდა, თუ ვინ მიიღო ყველაზე დიდი წვლილი ფეხბურთელებიდან, სანეს "ბაიერნში" ტრანსფერში, რაზეც ამ უკანასკნელმა სიცილით უპასუხა.
"ვფიქრობ, ყველაზე გამაღიზიანებელი მაინც იოზუა კიმიხი იყო. ის ყოველდღე მირეკავდა და მეკითხებოდა, თუ როგორ მიდიოდა საქმეები." - აცხადებს სანე.