ბოლო დღეების განმავლობაში აქტიურად იწერებოდა იმის შესახებ, რომ "მანჩესტერ იუნაიტედი" მიუნხენის "ბაიერნის" შემტევის, კინგსლი კომანის ტრანსფერზე მუშაობს. თუმცა, როგორც ჩანს შეთანხმება ვერ შედგება.
გერმანული გამოცემა Bild-ის ინფორმაციით, ახალგაზრდა ფეხბურთელი ჰანს ფლიკის მომავალი სეზონის გეგმებში შედის და შესაბამისად, "რეკორდმაისტერი" მის გაყიდვას არ აპირებს.
წყაროს ცნობით, კომანი როტაციის ფეხბურთელი იქნება და ლეროი სანესა და სერჟ გნაბრის დასვენების საშუალებას მისცემს. გარდა ამისა, ტრავმების დროს შეძლებს შემტევი მოთამაშეების ჩანაცვლებას.