მიუნხენის "ბაიერნი" განაგრძობს სამწვრთნელო შტაბში ყოფილი ფეხბურთელების დასაქმებას.
გერმანული გამოცემა Bild-ის ინფორმაციით, მას შემდგომ, რაც სანდრო ვაგნერმა "ტიანციან ტედასთან" კონტრაქტი გაწყვიტა, კარიერის დასრულება გადაწყვიტა და ამჯერად მწვრთნელობაში აპირებს ბედის ცდას.
წყაროს ცნობით, 32 წლის ფეხბურთელი შესაბამისი ლიცენზიის აღების შემდეგ "რეკორდმაისტერის" ერთ-ერთ ახალგაზრდულ გუნდს ჩაიბარებს.
შეგახსენებთ, რომ ვაგნერი "ბაიერნის" აღზრდილია და გუნდის ძირითადი შემადგენლობის ღირსებას ჯერ 2007-8, შემდგომ კი 2017-19 წლებში იცავდა.