მიუნხენის "ბაიერნის" ახალწვეულმა, ლეროი სანემ საკმაოდ მოულოდნელად კაი ჰავერცის მომავალი კლუბის ვინაობა გაამხილა.
"გერმანელებს მუდამ ძალიან კარგი ტალანტები ჰყავთ. ახალგაზრდა ფეხბურთელებს ბრწყინვალე შანსი ეძლევათ ბუნდესლიგაში საკუთარი თავის წარმოჩენის."
"ვფიქრობ, "ჩელსიმ" მიმდინარე სატრანსფერო ბაზარზე კარგად იმუშავა და გერმანიის ორი ამომავალი ვარსკვლავი დაიმატა, კაი ჰავერცისა და ტიმო ვერნერის სახით." - განაცხადა სანემ.