მოგეხსენებათ, მიუნხენის "ბაიერნის" მარჯვენა მცველმა, ბენჟამინ პავარმა ვარჯიშის დროს დაზიანება მიიღო.
ფრანგული გამოცემა L,equipe-ის ინფორმაციით, 24 წლის ფეხბურთელის ტრავმა საკმაოდ სერიოზულია და ის დაახლოებით 4-6 კვირის განმავლობაში ვერ შეძლებს ვარჯიშის განახლებას.
უკვე გადაწყვეტილია, რომ ფრანგი მცველი "ბაიერნის" დახმარებას ჩემპიონთა ლიგის დარჩენილ ეტაპზე ვეღარ მოახერხებს.
დიდი ალბათობით, პავარი "რეკორდმაისტერს" ბუნდესლიგის განახლების წინ დაუბრუნდება.