მიუნხენის "ბაიერნი" ახალგაზრდა ფეხბურთელების ტრანსფერებზე მუშაობას განაგრძობს.
ესპანური გამოცემა Sport-ის ინფორმაციით, ამჯერად "რეკორდმაისტერის" რადარზე კატალონიის "ბარსელონას" ამომავალი ვარსკვლავი, პედრი გამოჩნდა.
17 წლის შემტევი ნახევარმცველი გასულ სეზონს "ლას პალმასში", იჯარის წესით ატარებდა და საკმაოდ კარგი შთაბეჭდილებაც დატოვა. ის ესპანეთის 19 წლამდელთა გუნდის წევრია.
აღსანიშნავია, რომ გერმანული კლუბების მხრიდან ინტერესი თავად პედრიმაც დაადასტურა, თუმცა, კონკრეტული გუნდის სახელი არ გაუმხელია.