მოგეხსენებათ, ტიაგო ალკანტარა მიუნხენის "ბაიერნთან" ახალ კონტრაქტს აღარ აფორმებს და ფაქტობრივად გადაწყვეტილია, რომ სეზონის დასრულების შემდეგ გუნდს დატოვებს.
გერმანული გამოცემა Bild-ის ინფორმაციით, მიუნხენში ამ ფაქტს უკვე შეეგუენ და შესაბამისად, 29 წლის ნახევარმცველის მაქსიმალურად სარფიანად გაყიდვაზე დაიწყეს ფიქრი.
წყაროს ცნობით, "რეკორდმაისტერი" ესპანელი ფეხბურთელის ტრანსფერის შემდეგ 30 მილიონი ევროს მიღებას გეგმავს. შესაბამისად, ნებისმიერ კლუბს, რომელსაც მისი დამატება უნდა, ამ თანხის გადახდა მოუწევს.
შეგახსენებთ, რომ ალკანტარას დამატებით ყველაზე მეტად "ლივერპულია" დაინტერესებული, თუმცა, მერსისაიდელები მის სანაცვლოდ მხოლოდ 20 მილიონ ევროს იხდიან.