როგორც ჩანს მიუნხენის "ბაიერნი" მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის დროს კიდევ ერთ ახალ ფეხბურთელს დაიმატებს.
გერმანული გამოცემა Bild-ის ინფორმაციით, მთავარმა მწვრთნელმა, ჰანს ფლიკმა "რეკორდმაისტერის" ხელმძღვანელობას კიდევ ერთი ვინგერის დამატება მოსთხოვა, რომელიც სანეს, კომანსა და გნაბრის შეცვლის.
წყაროს ცნობით, კლუბი ივან პერიშიჩის შენარჩუნების ვარიანტსაც განიხილავს, თუმცა, ამ შემთხვევაში გუნდები სატრანსფერო ფასზე ვერ რიგდებიან, რაც ხორვატის დარჩენის ალბათობას ამცირებს.
ჯერ-ჯერობით უცნობია, ჰყავს თუ არა ფლიკს არჩეული რომელიმე კონკრეტული ვინგერი.