ოქროს ბუცისთვის ბრძოლაში რობერტ ლევანდოვსკი საბოლოოდ დამარცხდა.
დღეს რომის "ლაციომ" "ბრეშას" უმასპინძლა და ანგარიშით 2:0 დაამარცხა, ერთი გოლის გატანა კი ჩირო იმობილემ მოახერხა.
იტალიელი თავდამსხმელისთვის ეს რიგით 35-ე გოლი აღმოჩნდა სერია ა-ს მიმდინარე სეზონში, რითაც მან რობერტ ლევანდოვსკის შედეგი, 34 გოლი გააუმჯობესა და ოქროს ბუცის მოგების ბრწყინვალე შანსი გაუჩნდა. ის 4 გოლით ასწრებს მეორეადგილოსან კრისტიანო რონალდუს.