8 აგვისტოს ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალური ეტაპის განმეორებითი მატჩი გაიმართება, რომელშიც მიუნხენის "ბაიერნი" ლონდონის "ჩელსის" უმასპინძლებს.
"არისტოკრატები" ამ შეხვედრას დიდი დანაკლისით შეხვდებიან. ინგლისის თასის ფინალში ფრენკ ლამპარდს ერთბაშად სამი მოთამაშე გამოაკლდა.
სეზარ ასპილიკუეტამ, კრისტიან პულიშიჩმა და პედრომ დაზიანებები მიიღეს, რის გამოც მათი თამაში "ბაიერნის" წინააღმდეგ, ფაქტობრივად, გამორიცხულია.
შეგახსენებთ, რომ "რეკორდმაისტერმა" ლონდონში გამართული შეხვედრა 0:3 მოიგო.