მიუნხენის "ბაიერნის" ყოფილმა პრეზიდენტმა, ული ჰიონესმა დორტმუნდის "ბორუსია" მწვავედ გააკრიტიკა.
"როდესაც "დორტმუნდი" ახალ ტალანტს ყიდულობს და ის გარკვეული პერიოდის მანძილზე კარგად თამაშობს, მალევე იწყება საუბრები თუნდაც თავად კლუბის მხრიდან, რომ ის უნდა გაიყიდოს. როგორ შეიძლება ასეთ დროს ფეხბურთელმა გუნდის ნაწილად იგრძნოს თავი?!"
"ჩვენ ასე არ ვიქცევით. "ბაიერნში" მოსვლის დროს ფეხბურთელმა იცის, რომ ის ამ გუნდის სრულუფლებიანი წევრია. ჩვენ მათ ბიზნესისთვის არ ვიყენებთ." - აცხადებს ჰიონესი.