მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის დროს მიუნხენის "ბაიერნის" რიგებში, შესაძლოა, "რეალის" მორიგი მოთამაშე ვიხილოთ.
ესპანური გამოცემა Onda Cero-ს ინფორმაციით, "რეკორდმაისტერის" სამიზნე იაპონელი ამომავალი ვარსკვლავი, ტაკეფუსა კუბოა.
მოგეხსენებათ, ჰანს ფლიკის მოთხოვნაა, რომ კლუბმა კიდევ ერთი ვინგერი დაიმატოს და როგორც ჩანს, არჩევანი სწორედ 19 წლის ფებხურთელზე გაკეთდა.
წყაროს ცნობით, მიუნხენელებმა "რეალს" ერთწლიანი იჯარის სანაცვლოდ 8 მილიონი ევრო შესთავაზეს. კუბოს დამატების შემთხვევაში "ბაიერნს" მისი გამოსყიდვის უფლება არ ექნება.