8 აგვისტოს მიუნხენის "ბაიერნი" ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში ჩაერთვება, სადაც 1/8 ფინალური ეტაპის განმეორებით მატჩში ლონდონის "ჩელსის" დაუპირისპირდება.
"რეკორდმაისტერის" განაცხადში ტურნირის განახლებამდე მცირე დროით ადრე ცვლილებები მოხდა. როგორც ჩანს, დარჩენილ ეტაპზე ვეღარ ვიხილავთ იოზუა ზირკზეს, რომელიც ლასე მეის, ოლივერ მეიერისა და სარპრიტ სინგის მსგავსად განაცხადს მიღმა დარჩა.
მათი ადგილი ახალმა მოთამაშეებმა დაიკავეს. კერძოდ, ბრაიტ არეი-მბიმ, ჯამალ მუსიალამ და მალიკ ტილმანმა.