მოგეხსენებათ, შაბათს მიუნხენის "ბაიერნი" ჩემპიონთა ლიგის განმეორებით შეხვედრას ჩაატარებს და ამის ფონზე გუნდს გადატვირთული გრაფიკი აქვს. ამის მიუხედავად ჰანს ფლიკი დასვენებას არ აპირებს.
გერმანული გამოცემა Bild-ის ინფორმაციით, 55 წლის სპეციალისტმა პირადი, თავისუფალი დრო გამოჰყო და ფეხბურთელების იმ ჯგუფს შეუერთდა, რომლებიც ჩემპიონთა ლიგაზე არ იღებენ მონაწილეობას.
წყაროს ცნობით, ფლიკი დღეს მიროსლავ კლოზესთან ერთად ლეროი სანესა და სხვა ახალგაზრდა მოთამაშეებს ავარჯიშებდა და აძლევდა რჩევებს.