როგორც მოგეხსენებათ ფრანგი ვინგერი, კინგსლი კომანი გუნდს “ჩელსისთან” თამაშში ტრავმის გამო ვერ დაეხმარა და მისი თამაში ჩემპიონთა ლიგის მეოთხედ ფინალშიც კითხვის ნიშნის ქვეშ იდგა.
“რეკორდმაისტერი” პარასკევს “ბარსელონას” დაუპირისპირდება და ნახევარ ფინალურო საგზურის განაღდებას ეცდება, თამაში პორტუგალიაში ნეიტრალურ სტადიონზე გაიმართება და სწორედ ამიტომ გაემგზავრა კინგსლი კომანი “ბაიერნის” გუნდთან ერთად ლისაბონში.
ახალგაზრდა ფრანგმა დღეს გუნდთან ერთად სრული დატვირთვით ივარჯიშა და გავს კარგად გრძნიბდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ის “ბარსელონასთან” ჯახისთვის სრულიად მზად იქნება.