“EA Sports” , რომელოც მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე კარგად გაყიდვადი თამაშის “Fifa”ს მწარმოებელია, ახალი თამაშის ნაწილისთვის გეგმავს ჰორიზონტის განვითარებას.
ფეხბურთელები რომლებსაც თავიანთი კარიერა დასრულებული აქვთ და “EA” მათ დიდ ფეხბურთელებად თვლის, ჩნდებიან თამაშში აიკონის ანუ ლეგენდების სახით.
სწორედ ამ წოდებით დაემატება თამაშს “ბაიერნის” ორი ლეგენდა, ფილიპ ლამი და ბასტიან შვაინშტაიგერი. ისინი “Fifa 21”ში მიიღებენ სამ სხვადასხვა ვერსიას, რომლების რეიტინგი და დეტალები ჯერ უცნობია.