პარასკევს ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალური ეტაპის შეხვედრა გაიმართება, რომელშიც მიუნხენის "ბაიერნი" კატალონიის "ბარსელონას" დაუპირისპირდება.
ესპანურმა გამოცემა Sport-მა "ბლაუგრანას" სავარაუდო ტაქტიკა გამოაქვეყნა მომავალი შეხვედრისთვის.
წყაროს ცნობით, კიკე სეტიენი 4-4-2 ტაქტიკის დაყენებას აპირებს და ამით "რეკორდმაისტერის" ნახევარდაცვის განეიტრალებას ეცდება.
გუნდის შუა ხაზში დე იონგი, ვიდალი, ბუსკეტსი და სერხი რობერტო იდგებიან, რომლებიც ბურთის გაკონტროლებას შეეცდებიან. რაც შეეხება თავდასხმას, სავარაუდოდ, ანტუან გრიზმანს სათადარიგოთა სკამზე ვიხილავთ და მის ნაცვლად ლეო მესი და ლუის სუარესი იდგებიან.