პარასკევს სეზონის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი შეხვედრა გაიმართება, რომელშიც მიუნხენის "ბაიერნი" კატალონიის "ბარსელონას" დაუპირისპირდება.
"ბლაუგრანა" ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში "ნაპოლის" დაუპირისპირდა. მატჩის მიმდინარეობის დროს ლეო მესიმ მძიმე დაზიანება მიიღო, თუმცა, მას მინდორი მაინც არ დაუტოვებია.
დღეს "ბარსას" ვარჯიშიდან ფოტოები გავრცელდა. სადაც ჩანს, რომ არგენტინელი ფორვარდი სპეციალური სახვევით თამაშობს.
ესპანური წყაროების ცნობით, მესის მცირე დისკომფორტი აქვს ფეხზე და ეს სახვევიც პრევენციის მიზნით აქვს გაკეთებული. ფაქტობრივად გადაწყვეტილია, რომ ის "ბაიერნთან" თამაშს საწყისი წუთებიდან დაიწყებს.