მიუნხენის "ბაიერნის" აღმასრულებელმა დირექტორმა, კარლ ჰაინც რუმენიგემ დაადასტურა, რომ ხავი მარტინესს გუნდის დატოვება სურს.
"ხავის არაერთხელ ვესაუბრეთ და ვიცით, რომ შესაბამისი შეთავაზების შემთხვევაში ის გუნდის დასატოვებლად მზადაა. ჩვენ მის არჩევანს პატივს ვცემთ და ხელს არ შევუშლით."
"მარტინესი "ბაიერნში" გატარებული პერიოდის განმავლობაში ყოველთვის ძალიან კარგი ფეხბურთელი და ადამიანი იყო და მის მიმართ მადლიერები ვართ. ვეცდებით, შესაბამისი კადრებით შევძლოთ მისი ჩანაცვლება." - აცხადებს რუმენიგე.