როგორც მოგეხსენებათ, “ბაიერნი” პარასკევს ჩემპიონთა ლიგის მეოთხედ ფინალში “ბარსელონას” დაუპირისპირდება და ნახევარ ფინალური საგზურის განაღდებას ეცდება.
ამ თამაშის შესახებ ასევე ისაუბრა, “რეკორდმაისტერის” ერთ-ერთმა მთავარმა ფიგურამ კარლ-ჰაინც რემენიგემ. 64 წლის გერმანელმა ასევე გერმანიის მეორე ნომერზე ტერ შტეგენზე ისაუბრა და ის მანუელ ბოიერს შეადარა.
“ტერ შტეგენმა ნამდვილად 2 ძალიან კარგი სეზონი ჩაატრა “ბარსელონას” რიგებში, მაგრამ ეს მას არ ეყოფა იმისათვის, რომ ის გერმანიის ნაკრების პირველი ნომერი გახდეს. მანუელ ნოიერი უმაღლესი დონის მეკარეა და ტერ შტეგენ ჯერ კიდევ არ არის მის დონეზე.” ამბობს რუმენიგე გამოცემა “Kicker”თან ინტერვიუში.