მოგეხსენებათ, ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალში მიუნხენის "ბაიერნი" კატალონიის "ბარსელონას" დაუპირისპირდება.
მატჩამდე ორი დღით ადრე UEFA-მ შეხვედრის მთავარი არბიტრი დაასახელა. თამაშს გამოცდილი სლოვენიელი რეფერი, დამირ სკომინა განსჯის.
44 წლის სპეციალისტი ერთხელ უკვე გაუძღვა ამ გუნდების დაპირისპირებას. 2013 წელს, "კამპ ნოუზე" გამართულ თამაშში, რომელიც "ბაიერნმა" 0:3 იმარჯვა, სწორედ სკომინა გახლდათ მთავარი არბიტრი.
შეგახსენებთ, რომ მატჩი პარასკევს, 14 აგვისტოს, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.