ჩემპიონთა ლიგის მეოთხედ ფინალის დაწყებამდე სულ უფრო და უფრო ცოტა დრო რჩება. შეგახსენებთ, რომ "რეკორდმაისტერი" პარასკევს "ბარსელონას დაუპირისპირდება სადაც ორივე გუნდი ნახევარ ფინალის საგზურის მოპოვებას შეეცდება.
ამ თამაშის და რაც მთავარია "ბარსერლონას" ლიდერის ლიონელ მესსის შესახებ, ახალგაზრდა გერმანელმა ნახევარმცველმა ლეონ გორეცკამ ისაუბრა და ჟურნალისტებს მისი აზრი არგენტინელის დაცვის შესახებ გააცნო.
" მას {მესსი} სრულიად ვერ დაიცავ, ის ნამდვილად არაამქვეყნიურია, მთავარია ჩვენ გუნდულად ვითამაშოთ და მხოლოდ მასსზე არ ვიფიქროთ, მგონია რომ გუნდური თამაში იქნება ამ დაპირისპირებაში მნიშვნელოვანი. ფეხბურთი გუნდური თამაშია, სადაც ბოლოს უკეთესი გუნდი და არა უკეთესი ფეხბურთელი იმარჯვებს."