გასულ კვირას ლებანონის დედაქალაქ ბეირუთში საზარელი აფეთქება მოხდა, რომელმაც მთელი მსოფლიოს მოსახლეობა შეძრა.
ევროპული გამოცემების ცნობით, აფეთქების შედეგად დაახლოებით 200-მდე ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის კი ერთ-ერთი მიუნხენის "ბაიერნის" დიდი გულშემატკივარი, რალფ მელეჰი გახლდათ.
"რეკორდმაისტერის" ახალგაზრდა ქომაგი პროფესიით მეხანძრე გახლდათ. გარდაცვალების ამბავი მისმა ბიძაშვილმა დაადასტურა.
გვერდის სახელით ვუსამძიმრებთ რალფ მელეჰისა და აფეთქების შედეგად გარდაცვლილი ყველა ადამიანის ოჯახს.