მიუნხენის "ბაიერნის" CEO-მ, კარლ-ჰაინც რუმენიგემ საინტერესო განცხადება გააკეთა "ბარსელონასთან" დაპირისპირების წინ.
"ალფონსო ძალიან კარგი ფეხბურთელია, რომელსაც შესანიშნავი სეზონი ჰქონდა. ის ტყუილად არ დასახელდა სეზონის საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშედ."
"თუ მესი მის ფლანგზე ითამაშებს, დარწმუნებული ვარ, დეივის მას კარგად მიხედავს. რთული დავალებაა, მაგრამ საინტერესო. ფონზის ჩამოშორება მიმდინარე სეზონში ვერავინ შეძლო." - აცხადებს რუმენიგე.