ტიაგო ალკანტარას მომავალთან დაკავშირებით ახალი ინფორმაცია ვრცელდება.
გერმანული გამოცემა Bild-ის ცნობით, მიუნხენის "ბაიერნმა" 29 წლის ფეხბურთელის თაობაზე ოფიციალური შეთავაზება მერსისაიდული "ლივერპულისგან" უკვე მიიღო.
კერძოდ, ბრიტანული გუნდი უკვე შეუთანხმდა ტიაგოს კონტრაქტის პირობებზე და ახლა უკვე მოლაპარაკებებს მართავს "რეკორდმაისტერთან". როგორც ცნობილია, დიალოგი წარმატებულად მიმდინარეობს და დიდი ალბათობით, ტრანსფერიც სულ მალე შედგება.
წყაროს ცნობით, "ბაიერნი" ალკანტარას სანაცვლოდ დაახლოებით 30-40 მილიონ ევროს მიიღებს.