ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალში მიუნხენის "ბაიერნმა" გამანადგურებელი სხვაობით, 8:2 დაამარცხა კატალონიის "ბარსელონა" და მომდევნო ეტაპზე გავიდა.
UEFA-ს გადაწყვეტილებით, თამაშის საუკეთესო ფეხბურთელად "რეკორდმაისტერის" ლიდერი, თომას მიულერი დასახელდა.
30 წლის შემტევმა მეტოქის კარში ორი გოლის გატანა მოახერხა და ერთი საგოლე გადაცემაც გაიფორმა.