მიუნხენის "ბაიერნის" მთავარმა მწვრთნელმა, ჰანს ფლიკმა ისტორიული გამარჯვების შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა.
"მიულერმა დაიმსახურა საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდო. ის ერთ-ერთი გამორჩეული გახლდათ პრესინგების დროს, თუმცა, მინდა მადლობა მთლიან გუნდს გადავუხადო."
"ვიცოდით, რომ ზეწოლის ქვეშ ვიქნებოდით, თუმცა, შანსები მოგვეცემოდა. ჩვენ ხარისხი ვაჩვენეთ, ახლა კი დროა დავისვენოთ და მომდევნო თამაშისთვის მოვემზადოთ, სადაც ყველაფერი ნულიდან დაიწყება." - აცხადებს ფლიკი.