როგორც იცით, სულ ცოტა ხნის წინ დასრულდა კატალონიის "ბარსელონასა" და მიუნხენის "ბაიერნს" შორის ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალურ ეტაპზე გამართული შეხვედრა.
მატჩის მიმდინარეობისას ესპანური გრანდი მეტოქემ ყველა ასპექტში დაჯაბნა და გაანადგურა, რაც ორთაბრძოლის შესვენებისას ესპანური გრანდის გასახდელშიც კარგად გამოჩნდა.
კლუბის არგენტინელი კაპიტანი და ვარსკვლავი, ლიონელ მესი და გერმანელი გოლკიპერი, მარკ-ანდრე ტერ შტეგენი უხმოდ ფიქრობდნენ სამარცხვინო შედეგზე.
შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებული დაპირისპირება, ბავარიელთა გამარჯვებით დასრულდა ანგარიშით 2:8.