ევროპულმა გამოცემებმა გუშინდელი შეხვედრის შემდეგ საკმაოდ ირონიული ინფორმაცია გაავრცელეს.
კერძოდ, იმ შემთხვევაში, თუ მიუნხენის "ბაიერნი" ჩემპიონთა ლიგის ტიტულს აღმართავს, მაშინ "ბარსელონას" მერსისაიდული "ლივერპულისთვის" ბონუსის სახით 5 მილიონი ევროს გადახდა მოუწევს.
წყაროს ცნობით, ჩემპიონთა ლიგის ბონუსის გადახდა კონტრაქტში არის გაწერილი და არ არის დაკონკრეტებული, თუ რომელი კლუბის მაისურით მოიგებს ბრაზილიელი ტიტულს.
შეგახსენებთ, რომ "ბაიერნმა" გუშინ "ბარსელონა" ანგარიშით 8:2 დაამარცხა, კოუტინიომ კი დუბლის გაფორმება მოახერხა.