გუშინდელ მატჩში, სადაც “ბაიერნმა” “ბარსელონა” ანგარიშით 8-2 დაამარცხა, თამაშის ერთ-ერთი გმირი სწორედ “ბარსელონას” კუთვნილი ფეხბურთელი ფილიპე კოუტინიო იყო.
ბრაზილიელი 73 წუთზე შემოვიდა და თამაშში 2 გოლისა და ერთი საგოლე გადაცემის გაკეთება მოასწრო.
"მე ბედნიერი ვარ, რომ “ბაიერნს” დავეხმარე ნახევარ ფინალში გასვლაში, ეს იყო თამაში ორ მსოფლიოში საუკეთესო გუნდს შორის, ჩვენ კი ვიმარჯვეთ და შემდგომ მეტოქეს ველოდებით." - აცხადებს 28 წლის ბრაზილიელი.