ჩემპიონთა ლიგაზე ტრიუმფალური გამარჯვების შემდეგ მიუნხენის "ბაიერნის" მარცხენა მცველმა, ალფონსო დეივისმა სოციალურ ქსელებში ფოტო დადო სათაურით:
"გასულ ღამეს მთელმა გუნდმა შესანიშნავი თამაში აჩვენა."
აღნიშნულ პოსტს ლეგენდარული ბრაზილიელი მარცხენა მცველი, მარსელო კომენტარის საშუალებით გამოეხმაურა.
"შენი თამაშის ყურება ჩემს თვალებს უდიდეს სიამოვნებას ანიჭებს, ბავშვო." - წერს ბრაზილიელი კომენტარებში.