მიუნხენის "ბაიერნის" ლეგენდარულმა გარემარბმა, არიენ რობენმა, თავის მდგომარეობაზე ისაუბრა.
"ეს ჩემი უკანასკნელი ორი თვეა კლუბში, რომელშიც 10 წელი გავატარე. უბრალოდ კიდევ ერთხელ თამაში, ამ მაისურით კიდევ ერთხელ მორგება მსურს. მნიშვნელობა არ აქვს როდის.
ჩემმა ოჯახმა აქ ფანტასტიკური დრო გაატარა და მიუხედავად ყველა წარუმატებლობისა, მადლობელი უნდა ვიყო", - განაცხადა "მფრინავმა ჰოლანდიელმა".
35 წლის ჰოლანდიელს უცნობი ტრავმა აწუხებს და გაურკვეველია მოახერხებს თუ არა ამ სეზონში გამოსამშვიდობებელი მატჩის ჩატარებას.
არიენ რობენი "ბაიერნს" 2009 წლის ზაფხულში შეუერთდა და მიუნხენურ კლუბში ეპოქა შექმნა.