მსოფლიო ფეხბურთის მმართველმა ორგანომ საბოლოოდ დაადასტურა, რომ 2020 წელს სხვადასხვა ნომინაციებში საუკეთესოებს გამოავლენს.
როგორც ცნობილია, FIFA თავისი ღონისძიების ჩატარებას მიმდინარე წლის ოქტომბერში აპირებს. უკვე გადაწყვეტილია, რომ ორგანიზაცია წლის საუკეთესო ფეხბურთელს სპეციალურ ჯილდოს გადასცემს.
გარდა ამისა, FIFA სხვა პრიზების გაცემასაც გეგმავს. კონკრეტული ნომინაციები და ნომინანტები ჩემპიონთა ლიგისა და ევროპის ლიგის სეზონის დასრულების შემდეგ დასახელდება.