“მანჩესტერ იუნაიტედის” თავკაცმა, კომენტარი გააკეთა “ბაიერნზე”, რომელმაც პარასკავს ჩემპიონთა ლიგის მეოთხედ ფინალში 8-2 იმარჯვა.
როგორც ყველას, ნორვეგიელსაც მოუწია ეღიარებინა “რეკორდმაისტერის” მაღალი დონის თამაში.
“რა თქმა უნდა ვუყურებდი თამაშს და ნამდვილად უნთა ვთქვა, მიუნხენელები ამ მომენტში სტანდარტებს აყენებენ. ახალი მწვრთვნელი მოვიდა და გუნდი დაფრინავს, ეს იყო უმაღლესი დონის თამაში, უმაღლესი დონის გუნდის მიერ”, ამბობს ულე გუნარ სულშერი.