შეგახსენებთ რომ, დღეს თბილის დროით 23 საათზე “ინტერი” “დონეცკის შახტარს” დაუპირისპირდება და ევროპა ლიგის ფილაში გასვლას შეეცდება.
ამ თამაშის შესახებ კომენტარი გააკეთა “ბაიერნის” უფროსმა კარლ ჰაინც რუმენიგემ, რომელიც თავის დროზე სწორედ “ინტერშიც” თამაშობდა.
“ მე ნამდვილად მომწონს მათი ტაქტიკა. ისინი არა მარტო კარგ ფეხბურთელებს ყიდულობენ, არამედ კარგ ფეხბურთსაც თამაშობენ. მე იმედი მაქვს, რომ ისინი დღეს მოიგებენ. ჩემი ოცნება იქნებოდა თუ “ბაიერნი” ჩემპიონთა ლიგას, “ინტერი” კი ევროპა ლიგას მოიგებს” განაცხადა ლეგენდარულმა გერმანელმა შემტევმა