მიუნხენის "ბაიერნის" აღმასრუბელი საბჭოს წევრმა, იორგ ვაკერმა ალფონსო დეივისის პროგრესის შესახებ ისაუბრა.
"სეზონის დასაწყისში დეივისი მაისურების გაყიდვით მხოლოდ მე-18 იყო, ახლა კი ის უკვე ტოპ 3-ში შედის. ფონზი ფანების ფავორიტად იქცა."
"დეივისი ჩვენი ნამდვილი ელჩია ჩრდილოეთ ამერიკის კონტინენტზე. მისი ასაკისა და განსაკუთრებული სათამაშო სტილის წყალობით მალევე ყველამ შეიყვარა."
"მხოლოდ "ბარსელონასთან" თამაშის შემდეგ მისი გამომწერების რიცხვი ინსტაგრამზე 400,000-ით გაიზარდა და უკვე 1.7 მილიონს შეადგენს." - აცხადებს ვაკერი.