რამდენიმე წუთის წინ დასრულდა ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალური ეტაპის მატჩი, რომელშიც მიუნხენის "ბაიერნი" ლიონის "ოლიმპიკს" დაუპირისპირდა და 3:0 დაამარცხა
მიუნხენელებმა უპირატესობის მოპოვება საწყის წუთებშივე მოახერხეს და 33 წუთის შემდეგ გუნდი სერჟ გნაბრის წყალობით უკვე 2:0-ს იგებდა.
მატჩის დასრულებამდე სამი წუთით ადრე თავისი გოლის გატანა რობერტ ლევანდოვსკიმაც მოახერხა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
ამრიგად, "რეკორდმაისტერმა" ფინალის საგზურის მოპოვება მოახერხა, სადაც ის "პსჟს" დაუპირისპირდება. შეხვედრა კვირას, 23 აგვისტოს გაიმართება.