მიუნხენის "ბაიერნის" შემტევები, რობერტ ლევანდოვსკი და სერჟ გნაბრი ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში შევიდნენ.
კერძოდ, პოლონელ თავდამსხმელსა და გერმანელ ვინგერს ტურნირის მიმდინარე სეზონის გათამაშებაში ერთად უკვე 24 გოლი დაუგროვდათ, რითაც საუკეთესო დუეტი გახდნენ ლიგის ისტორიაში.
აქამდე ყველაზე მაღალი შედეგი კრისტიანო რონალდუსა და გარეთ ბეილის დუეტს ჰქონდათ, რომლებმაც 2013/14 წლების სეზონში მეტოქეთა კარი 23-ჯერ დალაშქრეს.
შეგახსენებთ, რომ "ბაიერნმა" დღეს "ლიონს" სწორედ ზემოხსენებული ფეხბურთელების წყალობით სძლია 3:0 და ფინალის საგზურიც მოიპოვა.