მიუნხენის "ბაიერნის" ამომავალმა ვარსკვლავმა, ალფონსო დეივისმა "ლიონთან" გამარჯვების შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა.
"შემიძლია თამამად განვაცხადო, რომ ოცნება ამიხდა. ჩემპიონთა ლიგაზე თამაში და მის ფინალში გასვლა, ეს ნამდვილად საუკეთესო რამაა, რაზეც ოდესმე ვიოცნებებდი."
"ძალიან კარგი განწყობაა გუნდში. ჩვენ გახარებულები ვართ ფინალში გასვლით. თუმცა, ამავე დროს ვართ დამშეულები კიდევ ერთი გამარჯვების და ტიტულის მოსაპოვებლად. სხვა შემთხვევაში შრომა მთლიანად წყალში ჩაიყრება." - აცხადებს დეივისი.