ლიონის "ოლიმპიკთან" გამართული შეხვედრის მეორე ტაიმის სტარტზე მინდორი გამოცდილმა ცენტრალურმა მცველმა, ჟერომ ბოატენგმა დატოვა.
მიუნხენის "ბაიერნის" მთავარმა მწვრთნელმა, ჰანს ფლიკმა თამაშის დასრულების შემდეგ დაადასტურა, რომ ბოატენგის გაყვანის მიზეზი ტრავმაა. ვეტერან ფეხბურთელს ფეხის კუნთის დაზიანება აწუხებდა.
ამ დროისთვის უცნობია, რამდენად სერიოზულია ბოას ტრავმა. არსებობს საშიშროება იმისა, რომ ფეხბურთელმა ჩემპიონთა ლიგის ფინალში გუნდის დახმარება ვერ მოახერხოს.