UEFA-მ ჩემპიონთა ლიგის ფინალისთვის სამსაჯო ბრიგადა დაასახელა.
მთავარი არბიტრი 44 წლის იტალიელი, დანი ორსატო იქნება. მას აქამდე "ბაიერნის" სამი შეხვედრა აქვს განსჯილი. 2018 წელს "რეკორდმაისტერმა" "სევილიასა" და "ბენფიკას" დამარცხება მოახერხა, 2019 წელს კი "ლივერპულის" წინააღმდეგ საკუთარ კედლებში 1:3 წააგო.
დამხმარე არბიტრები ასევე იტალიელი მსაჯები, ლორენცო მანგანელი და ალესანდრო გიალატინი იქნებიან.
მსაჯთა სრული შემადგენლობა შემდეგნაირად გამოიყურება: