მიუნხენის "ბაიერნის" ლიდერმა, იოზუა კიმიხმა "ლიონთან" გამარჯვების შემდეგ საინტერესო განცხადება გააკეთა.
"ძალიან გახარებულები და ამაყები ვართ ფინალში გასვლით, თუმცა, სიმართლე გითხრათ, თამაშის დასრულების შემდეგ გასახდელში ზეიმი არ მოგვიწყია. ამის ნაცვლად ფოკუსირება მოვახდინეთ ფინალზე."
"სწორედ ეს ქმედება ასახავს ჩვენს გუნდს ყველაზე უკეთ. ხუთშაბათს ძალებს აღვიდგენთ და "პსჟსთან" დაპირისპირებისთვის მოვემზადებით." - აცხადებს იოზუა.