როგორც მოგეხსენებათ "ბაიერნი" კვირას, 7 წლიანინი პაუზის შემდეგ პირველად, ჩემპიონთა ლიგის ფინალში ითამაშებს და მათი მოწინააღმდეგე პარიზული გრანდი იქნება.
თამაშის წინ "რეკორდმაისტერის" ფრანგმა შემტევმა კინგსლი კომანმა, თავის თანამემამულეზე კილიან მბაპეზე გააკეთა კომენატარი და თქვა, რომ "ბაიერნის" დაცვა მას უნდა გაუფრთხილდეს, რადგან ფრანგ შემტევს შეუძლია მთელი თამაშის შეცვლა და მისგან საფრთხე ყოველთვის მოსალოდნელია.
"წითლები" კვირას, თბილისის დროით 23 საათზე დაიწყებენ თამაშს და ყველაფერს ეცდებიან რომ თავიანთი გულშემატკივრები ისტორიაში მეორედ, ტრეპლის მოგებით გაახარონ.