კვირას, 23 აგვისტოს ჩემპიონთა ლიგის ფინალი გაიმართება, რომელშიც მიუნხენის "ბაიერნი" "პსჟს" დაუპირისპირდება.
ფრანგული გამოცემა L,equipe-ს ინფორმაციით, პარიზელებს გადამწყვეტი შეხვედრისთვის ლიდერები უბრუნდება. კერძოდ, საუბარია კეილორ ნავასსა და მარკო ვერატიზე.
კოსტა რიკელმა კიპერმა დაზიანება "ატალანტასთან" მიიღო, რის გამოც მან ნახევარფინალური შეხვედრა გამოტოვა. თუმცა, ახლა ის მწყობრშია და ფინალის ჩასატარებლად მზადაა.
რაც შეეხება ვერატის, მას საკმაოდ დიდი ხანია ტრავმა აწუხებს და ჯერ-ჯერობით, პორტუგალიაში მინდორზე არ გამოჩენილა. დიდი ალბათობით, ის სათადარიგოთა სკამიდან დაიწყებს თამაშს და მინდორზე მეორე ნახევარში ვიხილავთ.