გერმანულმა გამოცემა Bild-მა დღეს საკმაოდ უსიამოვნო ინფორმაცია გაავრცელა.
გერმანიის ეროვნული ნაკრების ლეგენდა, მიხაელ ბალაკი სიმსივნეს ებრძვის. წყაროს ცნობით, MRI-ს გადაღების დროს ვეტერან ნახევარმცველს ზურგის არეში სიმსივნე აღმოაჩნდა.
როგორც ცნობილია, ბალაკს უკვე ჩაუტარდა ოპერაცია და ახლა 43 წლის ვეტერანი ფეხბურთელი პორტუგალიაში იმყოფება, სადაც აღდგენით კურსს გადის.
"ბაიერნის" "ბარსასთან" გამარჯვების შემდეგ ბალაკმა სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტიც განათავსა: "დიდებული გამოსვლა იყო, დამსახურებული გამარჯვება."