მიუნხენის "ბაიერნის" ფრანგმა შემტევმა, კინგსლი კომანმა "პსჟს" ყველაზე გამორჩეული ფეხბურთელი დაასახელა.
"მბაპესთან ერთად რამდენიმე შეხვედრა მაქვს ჩატარებული, შესაბამისად, ვიცნობ მას. ვეცდები, ჰანს ფლიკს ჩემი გამოცდილებიდან გარკვეული რჩევები მივცე."
"კილიანი მინდორზე თავის შესაძლებლობებს მუდამ ამტკიცებს. ის ძალიან ჰგავს ლეო მესის, რომელსაც უკვე შევხვდით. მის შეჩერებას ყველანაირად ვეცდებით." - აცხადებს კომანი.
შეგახსენებთ, რომ "პსჟსა" და "ბაიერნის" დაპირისპირება 23 აგვისტოს, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.