"პსჟს" ლიდერმა, კილიან მბაპემ ჩემპიონთა ლიგის ფინალზე კომენტარი გააკეთა.
"ხვალ ძალიან კარგი შანსი გვეძლევა დავამტკიცოთ, რომ ევროპაში ჩვენი ადგილი გვიკავია. თუ მოვიგეთ, ამ თემას კვლავ დავუბრუნდებით, ახლა კი მხოლოდ მატჩზე ვართ კონცენტრირებულები."
"მნიშვნელოვანი მატჩების წინ მუდამ ერთნაირი "რიტუალი" მაქვს და არ ვაპირებ, რომ ფინალის წინ ის დავარღვიო."
"ვუყურებ ფილმებს, ვურეკავ მეგობრებს და ვესაუბრები მათ, ვიცინი. "ბაიერნთან" თამაშამდეც სწორედ ასეთი გეგმა მაქვს." - აცხადებს მბაპე.